ახალი ამბები
არა რუსულ კანონს - ფოთში ოპოზიციამ საკრებულოს სხდომა დატოვა
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მანამდე მათ ე.წ. აგენტების კანონი გააპროტესტეს და ევროკავშირის დროშები გაშალეს.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ადგილობრივ ხელისუფლებას 29 აპრილს თბილისში, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე საჯარო მოხელეების იძულებით დასწრებაში სდებენ ბრალს, მმართველი ძალა კი ბრალდებებს უარყოფს.
Print