წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერფერდში მდებარე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები მწყობრიდან გამოვიდა და შედეგად, მოკლე ჩართვა მოხდა. ამის შესახებ
 რადიო "ათინათს" მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ   
თამარ ბელქანიამ უთხრა. 
"შემთხვევა, დაახლოებით, 10:45 საათისთვის მოხდა, იყო ძლიერი ხმა და კვამლი. ანძა კერძო მოსახლის ტერიტორიაზე მდებარეობს. მოსახლეობა შეშინდა, რადგან თხილნარშიც გავრცელდა კვამლი. საქმის კურსში შესაბამისი სამსახურები უკვე ჩაყენებულია, მათ შორის,  სახანძრო- სამაშველო და პოლიცია. ხალხთან მუდმივ კონტაქტზე ვართ, სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ, რომ პერიმეტრს არ გაეკარონ.  ახლა მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს ხანებში აღდგება გადამცემის მუშაობა", - ამბობს ბელქანია.
მისივე თქმით, ეწერფერდში მცხოვრებლებს ელექტროენერგია, სავარაუდოდ, შეზღუდულად მიეწოდება.
ამავე თემაზე: 
ჭალეში ოჯახმა, რომლის ეზოში ელექტროგადამცემი სადენები უნდა გაატარონ, სახლი დატოვა
ჭალეში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ
მოსახლეობის მოთხოვნები „ენერგოტრანსის“ მიმართ და პრეტენზიები ეპარქიისადმი - აქცია ჭალეში (ვიდეო)			
მასალის გამოყენების პირობები