Error
რეგიონი
გალის რაიონში დაუდგენელმა პირებმა მამაკაცი გაიტაცეს
გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან, დაუდგენელმა პირებმა, 75 წლის გივი ძანძავა გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებულის შვილები ბიზნესმენები არიან , გამტაცებლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახს და გამოსასყიდის სახით 100 000 დოლარს ითხოვენ. გალის ქართული ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ოთარ გოგოხიას განცხადებით, გალის რაიონში, ბოლო პერიოდში, კრიმინოგენული სიტუაცია დაიძაბა და ქართველთა გატაცებებიც გახშირდა.
Print