რეგიონი
ანაკლიის აკვაპარკი 28 ივნისს გაიხსნება
ანაკლიის აკვაპარკში საზაფხულო სეზონი ოფიციალურად ხვალ, 28 ივნისს გაიხსნება.


,,ჩვენთან დაგხვდებათ არაჩვეულებრივი დასასვენებელი სივრცე, სადაც ზაფხულის დღეების შესანიშნავად გატარებას შეძლებთ'', - წერს აკვაპარკის ოფიციალურ გვერდი.

ადმინისტრაციის ცნობით, გასართობი ობიექტი დამსვენებლებს დილის 11-დან საღამოს 19 საათამდე მოემსახურება.

აკვაპარკი 2012 წელს აშენდა და ის კანადურმა კომპანიამ “White Water West” დააპროექტა.
Print