აფხაზეთში რუსი დიპლომატის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იუსუფ ლაკაევის ე.წ. საზღვარზე სავარაუდო გამცილებელი დააკავეს. როგორც "კავკაზსკი უზელ"-ი წერს, აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის გამომძიებლის, ჯემალ გოგიას ინფორმაციით, დაკავებულია გალის რაიონის მკვიდრი, რომელიც იუსუფ ლაკაევს ე.წ. საზღვრის არალეგალურად გადაკვეთაში დაეხმარა. მისივე თქმით, ლაკაევი აფხაზეთის ტერიტორიაზე ადრეც იმყოფებოდა.
რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი და მისი ქართველი მეგობრები ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარიძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავა. დაკავებისას ლაკაევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პოლიციელი, ერთი მოქალაქე და თავად ლაკაევი. ბათუმის სასამართლომ იუსუფ ლაკაევს, ფირუზ წულუკიძესა და თემურ ბახუნტარიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, იუსუფ ლაკაევი 9 სექტემბერს, სოხუმში, რუსი დიპლომატის, დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
მასალის გამოყენების პირობები