ახალი ამბები
25-26 ოქტომბერს ზუგდიდში იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 24 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 25-26 ოქტომბერს კი მოსალოდნელია წვიმა.

ამავე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +15, +17, ხოლო ანაკლიასა და ფოთში +13, +15 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები მესტიაში 24 ოქტომბერს უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, მომდევნო დღეებში კი ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსს გაუტოლდება.

Print