ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კმ141-კმ184 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო  დანარჩენი სახის ავტომობილის გადაადგილება თავისუფალია. 
დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა ტიპის მანქანისთვის თავისუფალია. 
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები