საქართველოს რკინიგზა დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, 26 თებერვალს დაგეგმილი რამდენიმე რეისი გაუქმდა, მათ შორის თბილისი-ზუგდიდის (№870) და ფოთი-თბილისის (№873) მიმართულებით; 
რკინიგზაში აღნიშნავენ, რომ მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.
მანამდე, საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა 
ინფორმაცია, რომ უამინდობის გამო,  არ შესრულდა 25 თებერვალს დაგეგმილი რამდენიმე რეისი, მათ შორის თბილისი-ფოთისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით. 			
 
			
მასალის გამოყენების პირობები