Error
რეგიონი
დვანის მოსახლეობას ოკუპანტებმა რამდენიმე საათი მისცეს საცხოვრებელი სახლების დასაცლელად
უკვე რამდენიმე საათია, დვანში ოკუპანტებმა ე. წ. გამყოფი საზღვრის სამშენებლო სამუშაოები განაახლეს. დვანის იმ მოსახლეობისათვის, რომელთა სახლებიც მალე ოკუპირებულ ზონაში მოხვდება, შენობების დაშლისა და მოსავლის აღების ვადა უკვე ამოწურულია. ოკუპანტებმა ე. წ. საზღვრის ზოლის სადემარკაციო სამუშაოები დღეს დილიდან განაახლეს. მიუხედავად უამინდობისა, ისინი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. მათი ნაწილი ახდენს რკინის ბოძების, ნაწილი კი ლითონის ღობეების დამონტაჟებას, ამ პროცესს თვალს ადევნებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაცვის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პარალელურად სოფელ დვანში ადგილობრივები ახდენენ საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს. ისინი სამუშაოებს სწრაფ რეჟიმში ასრულებენ, რადგან ოკუპანტებმა მათ მხოლოდ რამდენიმე საათი მისცეს.
Print