ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია
ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე შეზღუდულია ავტომანქანების მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
ამავე ცნობით, დაწესებული შეზღუდვა ყველა სახის ავტოტრანსპორტს ეხება.
მასალის გამოყენების პირობები