ახალი ამბები
კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია - დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად აღდგენილია.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა ქვის ცვენის გამო გუშინ დაწესდა და ამ დრომდე ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება აკრძალული იყო.
Print