სოციალური მომსახურების სტატისტიკაზე დაყრდნობით, გასულ თვეს, აპრილში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო პენსიის მიმღებთა რაოდენობა 119-ით გაიზარდა და 89 691 პირს მიაღწია.
ამავე სტატისტიკით, მათთვის დარიცხული თანხა ჯამში 36,489,922 ლარია.
ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით, პენსიის მიმღებთა რიცხვი შემდეგნაირად გადანაწილდა:
აბაშა - 5,331
ზუგდიდი - 33,505
მარტვილი - 8,586
მესტია - 2,103
სენაკი - 10,305
ფოთი - 9,452
ჩხოროწყუ - 5,780
წალენჯიხა - 7,374
ხობი - 7,255
ამავე ცნობით, 89 691 პირიდან 62,123 ქალია, 27, 568 - კაცი.
მასალის გამოყენების პირობები