ახალი ამბები
უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი თარბეი არქანია დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი თარბეი (თაბო) არქანია ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ახლობლებმა დაადასტურეს.

მათივე ცნობით, 34 წლის არქანია 5 მაისს დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკთან დაიღუპა. 

ის უკრაინაში ცხოვრობდა და იყო ევროპის ჩემპიონი იყო ტაეკვანდოში.

მას10 მაისს ქალაქ ოდესაში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებს 80 - ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Print