ახალი ამბები
აპრილში სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 236-ით შემცირდა - სტატისტიკა
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, 2025 წლის აპრილში, სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, 236-ით შემცირდა. აპრილის მონაცემებით, ეს რიცხვი 44, 089-ია.

მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონში ერთ თვეში საარსებო შემწეობა 24,655 -მა ქალმა და 19, 434-მა კაცმა მიიღო.

მუნიციპალიტეტებში მონაცემები შემდეგნაირად განისაზღვრა:

აბაშა - 2,951

ზუგდიდი - 18,632

მარტვილი - 3,792

მესტია - 3,151

სენაკი - 5,257

ფოთი - 2,682

ჩხოროწყუ - 1,877

წალენჯიხა - 2,800

ხობი - 2,947

სააგენტოში განმარტავენ, რომ საქართველოს მასშტაბით საარსებო შემწეობას 464,019 პირი იღებს. მათი ოჯახებისთვის დარიცხული თანხა კი ჯამში 47,954,171 ლარია.

მარტის მონაცემებით, 27 130 მოზარდი სოციალური პაკეტის მიმღები ბენეფიციარია. სარეიტინგო ქულების მიხედვით, 16 წლამდე ასაკის პირებისთვის გადარიცხული თანხა 1,492,760 ლარს უტოლდება.
Print