ახალი ამბები
მტკვარში გადავარდნილი მანქანის კიდევ ერთი მგზავრის სამძებრო ოპერაცია გრძელდება
14 მაისს, გამთენიას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში გადავარდნილი მანქანის კიდევ ერთი მგზავრის სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ორი მგზავრის, ზუგდიდელი ახალგაზრდების ცხედრები იპოვეს. ამასთან, წყლიდან ერთი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს.

მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.

იმავე დღეს დააკავეს პირი, რომელმაც ავარიული ვითარება შეუქმნა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე:

მტკვარში ავტომობილის გადავარდნის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

მტკვარში ორი ზუგდიდელი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს - გრძელდება ერთი ადამიანის ძებნა-შველის ოპერაცია
Print