ახალი ამბები
მოსკოვმა აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა, - მედია
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას აღარ იქნება სავალდებულო რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა.

განაცხადების გაკეთება რუსეთის მიერ აფხაზეთში გახსნილი „დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“ იქნება შესაძლებელი.

აფხაზო ლიდერი ბადრა გუნბა 9-10 მაისს მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც აღლუმს დაესწრო და პუტინს შეხვდა.

შეხვედრის ღია ნაწილის დასასრულს, აფხაზმა ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს ნებისმიერ მისთვის მოსახერხებელ დროს აფხაზეთში ჩასვლა შესთავაზა.

„დიდი მადლობა, სიამოვნებით. თარიღს თქვენთან ერთად მოგვიანებით შევათანხმებთ,“ - თქვა პუტინმა გუნბას მოწვევის საპასუხოდ.

გარდა ამისა, პუტინმა შეხვედრისას თქვა, რომ მზად არის აფხაზეთთან ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

მანამდე, 1 „საპრეზიდენტო“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პუტინმა გუნბას მიულოცა და 5 კი კრემლში მიიღო, რა დროსაც, რუსეთის პრეზიდენტი გუნბას აფხაზებისთვის ორმაგი მოქალაქეობის და სხვა საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.

სოხუმსა და მოსკოვს შორის „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმება ძალაში 25 აპრილს შევიდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "კანონს" რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ", 2023 წლის ივლისში მოაწერა ხელი.




Print