ახალი ამბები
აივ/შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების მიხედვით, სამეგრელო - ზემო სვანეთი მესამე ადგილზეა - NCDC
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

დღეისათვის, მსოფლიო სიტუაციის მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.

2025 წლის 18 მაისის მონაცემებით თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 8 409 – მამაკაცი და 2 809 – ქალი.

2 402 პაციენტი გარდაიცვალა.  

მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 212 ახალი შემთხვევა. არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6900-ზე მეტი პაციენტი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ – აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (4211), შემდეგ აჭარაში (1370), სამეგრელოსა (1385) და იმერეთში (1350).

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:

30 % – ნარკოტიკების ინექციური მოხმარება;
53 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
14 % – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
1.1 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
0.4 % – სისხლის გადასხმის შედეგად;
0.9 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.

„გვახსოვს, ვმოქმედებთ, ვიბრძვით მომავლისთვის!“ - 2025 წელს მსოფლიო ამ დევიზით აღინიშნავს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს.

ეს დღე პირველად სან-ფრანცისკოში 1983 წელს აღინიშნა.


Print