სროლასთან დაკავშირებული გახმაურებული ინციდენტების სერიის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და შენახვის წესებს ამკაცრებს.
ამავე ცნობით, დე ფაქტო შსს - მ დაწესებულებების ადმინისტრაციას იარაღით შესვლის ამკრძალავი ნიშნების განთავსება მოსთხოვა, კაფეების და რესტორნების კარებზე, წერს „აფსნიპრესი“.
„განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საზოგადოებრივ ადგილებში მისი ტარების აკრძალვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო რამდენიმე თვეში, აფხაზეთში რამდენიმე გახმაურებული შემთვევა მოხდა
2025 წლის მარტში, გაგრაში, ჩაცმულობასთან დაკავშირებული კონფლიქტის შემდეგ, დაჭრეს რუსეთის მოქალაქე კონსტანტინ ბელოზიოროვი. ტელეგარმის არხებით გავრცელებული ცნობებით, კონფლიქტში ერთ-ერთი აფხაზი ჩინოვნიკი იყო ჩართული.
ტელეგრამის არხების ცნობითვე, გაგრაში მომხდარი ინციდენტიდან სულ რაღაც სამი დღის შემდეგ სოხუმში ორ ადგილობრივი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღით ოჯახური კონფლიქტის დროს. მეორე დღეს კი სოფელ ლიხნიში იყო სროლა , რა დროსაც, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.
2024 წლის 19 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში ე.წ. დეპუტატმა ადგურ ხარაზიამ "საკომიტეტო" სხდომაზე გაისროლა კოლეგების მიმართულებით, შედეგად, ვახტანგ გოლანძია, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, კან კვარჩია კი დაიჭრა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხარაზია მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ.
მასალის გამოყენების პირობები