Error
რეგიონი
დვანში ვითარება ისევ დაძაბულია
საოკუპაციო რეჟიმმა დილიდან განახლა უკანონო სამუშაოები. ორად გაყოფილ სოფელში მავთულხლართების მონტაჟი გრძელდება. სახლების დაცლის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ხეხილის ბაღებს ჩეხავს. რუსი სამხედროები ადგილობრივებს აქაც პრობლემას უქმნიან და შეშის და ხილის გამოტანის უფლებას არ აძლევენ. ხალხი დახმარებას ითხოვს.
Print