Error
რეგიონი
სოხუმი და ცხინვალი იტალიასა და სან-მარინოს დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვენ
აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობები იტალიასა და სან-მარინოს დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვენ. ამის შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის და ეწ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ და დავით სანაკოევმა განაცხადეს. მათი ინფორმაციით, შესაბამისი, ოფიციალური წერილი უკვე გაეგზავნა იტალიის პრეზიდენტს, ჯორჯიო ნაპოლიტანოს და სან-მარინოს წარმომადგენლებს. "ჩვენ მივდივართ საერთაშორისო აღიარების მოპოვების გზით და ეს პროცესი შეუქცევადია", - განაცხადა დავით სანაკოევმა. ვიაჩესლავ ჩირიკბამ კი აღნიშნა, რომ მათ ევროკავშირისგან პირველ რიგში იმის აღიარება სურთ, რომ "არ დავბრუნდებით საქართველოს შემადგენლობაში".
Print