შენი გვარის ისტორია
ჟვანია
გვარსახელი ჟვანია -ს წარმომავლობა ანთროპონიმ ივანე - ს ფონეტიკური ვარიანტიდან ჟვანე, თითქოს ეჭვს არ უნდა იწვევდეს, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა, ამ გვარსახელის წარმოშობისა.

მეგრელები იმ მცენარეს, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს მთაში მჟვანია ( მჯავია, ზემო რაჭულში მჯაველა, სვანურში კი ჟაველაი ) ჰქვია (სვანები მას მურთახვალსაც ეძახიან. ჟვანე /Jones - უწოდებენ. ეს კი ამ მცენარის სახელის თიკუნად (ზედმეტ სახელად) ქცეული სახელის შემცველობის ალბათობას გვაშვებინებს.
Print