შენი გვარის ისტორია
გეგეჭკორი
გეგეჭკორი გამჭვირვალე ეტიმოლოგიის მქონე გვარსახელია. გეგე (ჯგეგე) მეგრული სახელია წმ. გიორგისა, ჭკორი კი ყმას ნიშნავს მეგრულად (შდრ. პატონ-ჭკორალა _ ბატონ-ყმობა). ამიტომ გეგეჭკორი სიტყვა - სიტყვით ნიშნავს წმინდა გიორგის [ეკლესიის] ყმას. ამ გვარსახელის ამგვარი ეტიმოლოგია ენათმეცნიერებაში უდავო ჭეშმარიტებადაა მიჩნეული.
Print