შენი გვარის ისტორია
კეიდია,კედია
კეიდიები ანუ კედიები სამეგრელოს სამთავროში ცნობილ აზნაურებს წარმოადგენდნენ. მათი ძირი სამკვიდრებელი იყო ზუგდიდი და მისი მომიჯნავე სოფლები - ლეცაგურე და ჯოღედიანი (გვიან ჯოღეჯიანად ქცეული).

ეს გვარი ძველთაგანვე ცხოვრობდა მდინარეების - ხობისწლისა და ჭანისწყალს (მეგრ.წენწყარის) შორის ბორცვებს შეფენილ სოფელ კირცხშიც. მოგვიანობით ისინი დამკვიდრებულან სოფლებში - ცაიში და ხეთა.


Print