შენი გვარის ისტორია
გერსამია
გერსამია მცირერიცხოვანი საგვარეულოა. 1995 წლის მონაცემებით მთელს საქართველოში სულ 527 კაცი იყო ამ გვარისა. ამ გვარის ძირია ახუთის თემის სოფელი ლეგერსამე, რაც საგერსამიოს ნიშნავს მეგრულად. 1949-1950 წლებში მათ ეს სოფელი მიატოვეს.1995 წლის მონაცემებით გერსამიების 9 კომლი ცხოვრობდა სოფელ ახუთში, 4 კომლი კი წალენჯიხაში. გერსამიების ნაწილი აზნაური იყო, ნაწილი კი გლეხი.

აზნაურ გერსამიებიდან ზოგი თავად ჯაიანების ყმა იყო, ზოგი კი უფლისწულებისა (ბატონიშვილებისა).

გვარსახელი გერსამია, პროფ. პაატა ცხადაიას აზრით ანთროპონიმული წარმომავლობისაა, რაც სავსებით სწორია, ის ანთროპონიმ გერასიმეს ფონეტიკურად სახეცვლილი სახე გერსამეა. მის მიერ ამ სახის მიღების გზა ასეთია: გერასიმე, გერსამე, გერსამეა, გერსამია.

Print