შენი გვარის ისტორია
ჭუბაბრია
ჭუბაბრიების საგვარეულო სახელში ეტიმოლოგიურად ძველთაძველი ლაზური წარმომავლობის ფონეტიკურად სახეშეცვლილი გენონიმი ჭიაბერი უნდა გვქონდეს. ჭია ბოლოკიდურ ლ ბგერა მოკვეცილი ქართველური ანთროპონიმი ჭილა ჩანს, ბერე, ბერი კი ლაზურში ძეს , შვილს ნიშნავს. ამრიგად, ჭიაბერი ანთროპონიმად ქცეული ლაზური გვარსახელია.

ამ გვარსახელის ადრეული ფონეტიკური სახე ჭუბარია და ჭვაბრია შემონახულია ტოპონიმებში. საჭუბარიო უბანს ჰქვია სოფელ კოტიანეთში, ხოლო ეჭვაბრიე (ანუ საჭუბაბრიო) სოფელს ერქვა ლეკვანტალიეს თემში, მდ. დეფაანის ნაპირას, რაც შეეხება ფონეტიკურ სახეცვლილებას ჭუბარია, ჭუბაბრია ის მეგრულში ცაკეულ ინდივიდთა მეტყველებისასაა მოსალოდნელი.

ნიკოლოზ ჯომიდავას მიერ ამ გვარსახელის დაკავშირება წაბლის მეგრულ სახელთან ჭუბური, სავარაუდოდ არასწორია.

Print