შენი გვარის ისტორია
ჩქოტუა
ჩქოტუების საგვარეულო ერთ-ერთი უძველესი თავადური საგვარეულოა სამეგრელოში. მათი ადრინდელი, ფეოდალური გვარია ჩხოტოძე. დღეისთვის ეს საგვარეულო სახელი ორგვარი სახით გვხვდება - ჩქოტუა და ჩხოტუა. ჩქოტუების რაოდენობა 1995 წლის მონაცემებით საქართველოში 113 კაცით განისაზღვრება... ჩხოტუები კი, - 116 კაცი იყო. ეს გვარსახელი ეპონიმური წარმოშობისაა. მასში დაცულია ჩქოტუების იმ შორეული წინაპრის სახელი, რომლიდანაც თვით გვარსახელი წარმოიშვა. ესაა უკვე გამქრალი ანთროპონიმი ჩქოტი. რაც შეეხება ნიკოლოზ ჯომიდავას მოსაზრებას, რომლის თანახმად ჩქოტუების გვარი წარმოიშვა მეგრული სიტყვიდან ცხოტუა, რაც ხისგან ტოტების ჩამოთლას ნიშნავს, სწორი არ უნდა იყოს..

როგორც უკვე აღინიშნა, ჩქოტუების ძველი, ფეოდალური გვარი არის ჩქოტოძე. უძველესი საბუთი, სადაც ეს გვარსახელია მოხსენიებული XV საუკუნის დამდეგს მოქარგული ერთი ომფორის წარწერაა, რომელიც წარმოადგენს ჯასია ჩქოტოძისა და მისი თანამეცხედრის - ათაბაგის ასულ გულდანის სახვეწურს.

ის გარემოება, რომ ჯასია ჩხოტოძეს (ჩქოტუას) ცოლად ყოლია სამცხის ათაბაგის ასული, ცხადყოფს, რომ ჩქოტუები დიდი თავადები იყვნენ..

Print