შენი გვარის ისტორია
ქარდავა
ქარდავების საგვარეულო ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია მეგრულ გვარებს შორის. 1995 წლის მონაცემებით მთელს საქართველოში 6000-ზე მეტი კაცი იყო ამ გვარისა. ქარდავების ძირი სოფელია ჯვარის თემის მდინარე მაგანას პირა ვაკეს და ფერდობებს შეფენილი სოფელი ნაკა და მისი მეზობელი სოფელი ლექარდე.

ქარდავები ცხოვრობენ ლეჩხუმშიც, სოფელ ხელეთში.აქ ქარდავების 12 კომლი ცხოვრობს. ქარდავები ცხოვრობენ აგრეთვე სამურზაყანოში, კერძოდ სოფლებში ნაბაკევი (სადაც არის უბანი საქარდო), სიდა, ოტობაია და სხვა.

Print