შენი გვარის ისტორია
ბებია
ბებია პირსახელის შემცველი მეგრული გვარსახელია. ანთროპონიმი ბები გავრცელებული იყო ძველ სამეგრელოსა და მის მოსაზღვრე კუთხეებში. მაგალითად, XIV-XV საუკუნეთა ძეგლში ,,მატიანე სუანეთისა კრებისა” მოხსენიებულნი არიან იოვანე,მიქელ, რუსუდან და შალვა ბებიანები. იმრეთში XVII საუკუნეში დასტურდება გვარსახელი ბებიაშვილი.

ბებიების ძირი სამკვიდრებელი იყო ჩხოროწყუ. ამ გვარსახელთანაა დაკავშირებული რამოდენიმე ტოპონიმი. ლებებიე ჰქვია უბანს გარახაში, ოჩხამურის მარცხენა მხარეს, ლებებია დასახლებული უბანი იყო ფოცხოში, მდ. მეტერიის მარჯვენა მხარეს საბებიო უბნებს ჰქვია საჭანიოსა და საცაგურიოს შუა ჯვეშ ხიბულაში და მდ.ლაბახურის ნაოირზე თეკლათსა და გოლასკურში

Print