შენი გვარის ისტორია
ჩხეტია
ჩხეტია ერთერთი უძველესი ფეოდალური წარმოშობის მეგრული გვარია.1995 წლის მონაცემებით ჩხეტიების რაოდენობა მთელს საქართველოში 1065 კაცს შეადგენდა. ჩხეტია, ისევე როგორც მისი ფეოდალური სახე ჩხეტისძე, ჩხეტიძე პირსახელისგან არის ნაწარმოები. მათში შემონახული პირსახელი ჩხეტი, რომელიც ძველთაძველი ქართველური ანთროპონიმია. ანთროპონიმი ჩხეტი შეკუმშული სახე ჩანს კოლხური პირსახელისა ჩუხუტი, რომელიც რეჩხში ჩაუწერია პროფ. ალ. ღლონტს. უკვე XIV-XVII საუკუნეებში ჩხეტისძეები დიდი აზნაურები იყვნენ მოგვიანებით კი ჩხეტია, ჩხეტიძეთა გვარის არა ერთ წარმომადგენელს უმოღვაწნია საეკლესიო ასპარეზზე.

Print