შენი გვარის ისტორია
გაბრავა
როგორც ერთ-ერთი გერმანელი მეცნიერი J.Fallmereyer- ი გვამცნობს, გაბრა ძველი ქალდური სიტყვაა და ნიშნავს მამაცს, გმირს. გ.გოზალიშვილი ამ გვარის ანალოგიურ გვარებად მიიჩნევდა გვარებს გაბარაშვილი, გაბრიაძე, გაბრო მაგრამ ეს ასე არაა, რადგან ყველა აქ ჩამოთვლილი გვარი ანთროპონიმ გაბრიელის ბოლო მოკვეცილი სახეა. რაც შეეხება გვარსახელს გაბრა ის დღესაც ცოცხალია გვარსახელ გაბრავა-ს (მეგრული სამეტყველო ფორმით - გაბრა- ს სახით).

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ზოგჯერ ზანურ ბგერას ბ, ვ და ქართულში მ ბგერა შეესატყვისება, ზოგჯერ კი პირიქით ქართულ ვ ბგერა გვაძლევს მეგრულში მ ბგერას ამიტომ ქალდური მამაცის, გმირის აღმნიშვნელი სიტყვა გაბრა-ს სემანტიკური და ფონეტიკური თანხვედრა ქართულ გმირ სიტყვასთან შემთხვევითი არ უნდა იყოს.

Print