შენი გვარის ისტორია
გაგუა
ერთი შეხედვით გაგუა პირსახელ გაგუ-ს შემცველი გვარსახელია. ეს უკანასკნელი კი მეგრულისათვის დამახასიათებელ ანთროპონიმთა ბოლო მოკვეცილობის შედეგადაა წარმოშობილი მეგრულსავე პირსახელიდან გაგური, გაგურია, რომლისგანაც თავის მხრივ ასევე მეგრულისათვის დამახასიათებელი ფონეტიკური მახასიათებლის გამო შეიძლებოდა მიგვეღო პირსახელი გაგული, გაგულია.

გაგური სემანტიკურად სავსებით გამჭვირვალეა. გა - მეგრულად ნიშნავს ქედს, თხემს, ხოლო გური გულს. გაგური კი სიტყვასიტყვით ქედის გულს. ამგვარი სახელი სახელდების პრიმიტიულ ხანაში შეიძლება წარმოშობილიყო და დიდგულა კაც - ს ნიშნავდეს, მაგრამ სინამდვილეში აქ გვაქვს ძველ საქართველოში გავრცელებული ანთროპონიმი გაგი, რომლის ფონეტიკური ვარიანტებია გაგუ - გაგო. მეგრულში გაგუ პირსახელად დასტურდება1828 წლის ერთ დოკუმენტში, სადაც მოწმეებს შორის დასახელებულია გაგუ არქანია

Print