შენი გვარის ისტორია
კილასონია
გვარსახელი კილასონია მკვლევარ გურამ ბედოშვილის აზრით შეიცავს სახელს კილა (რომელიც შემონახულია გვარებში კილაძე, კილავა), რომელსაც დაერთვის წარმომავლობა-შთამომავლობის მაწარმოებელი - ან ბოლოსართი, ა ხმოვნის დისიმილაციით, მაგრამ აქ საქმე გვაქვს არა ა ბგერის დისიმილაციასთან, არამედ – ან ბოლოსართის მეგრული შესატყვისთან –ონ.

კილასონიების საგვარეულო სახელთან არის დაკავშირებული ტოპონიმები: ლეკილასონიე - უბანი ჩხოუშის მარცხენა მხარეს გურძემში, და ყოფილი დასახლებული უბანი ლედგებიეში.

საკილასონიო უბნებს ჰქვია ურთაში, გახომულაში,ზენსა და ჯაპშაქაეში (საჯიჯაოს თემი). ჯაპშაქარელი კილასონიები გადმოცემით კიწიიდან არიან ჩამოსახლებულნი.

Print