შენი გვარის ისტორია
ანჯაფარიძე
ანჯაფარიძეთა საგვარეულო ერთ- ერთი უძველესი მეგრული ფეოდალური წარმომავლობის საგვარეულოა, რაზეც თავი რომ დავანებოთ საისტორიო დოკუმენტებს, ამ გვარსახელის ქართული სახეც უთითებს. როგორც ვიცით - ძე საგვაროვნო ფორმიანი მეგრული გვარები საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების ხანაში წარმოშობილი გვარებია. ყველა კუთხის ფეოდალი თავს ქართველად (ანუ იმდროინდელი გაგებით ქართლელად) თვლიდა და ამიტომ თავის გვარს ძე-ს) დაურთავდა.

გვარსახელ ანჯაფარიძის მეგრული, თავდაპირველი ფორმაა ანჯაფარია, რომელიც, შესაძლოა საკუთარ სახელად ქცეული წარმომავლობის (სადაურობის) აღმნიშვნელ სიტყვა ანჯაფარ - ს შეიცავდეს. თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ ამ გვარსახელში აწ გამქრალი ტოპონიმი ანჯაფი უნდა გვქონდეს და ამ გვარსახელის სახით საქმე უნდა გვქონდეს ცხომარია, ოდიშარია ტიპის გვარსახელთან. ანჯაფარი მეგრულად ანჯფელს ნიშნავს ისევე, როგორც ცხომარი - ცხომელს, ოდიშარი ოდიშელს...
Print