შენი გვარის ისტორია
გრიგოლია
გრიგოლია და გრიგოლაია მეგრული გვარებია. დღეს ისინი ორ სხვადასხვა გვარს წარმოადგენენ, მაგრამ შესაძლოა ან ადრე არსებული ერთი გვარის განაყარნი იყვნენ, ან ორ სხვადასხვა გვართან გვქონდეს საქმე. ამას გვაფიქრებინებს ერთი პირსახელიდან მომდინარე ორი სხვადასხვა გვარსახელის არსებობა ამ შემთხვევაშიც.

გრიგოლი ახალი, გრიგოლა კი ძველი ქართული ფორმაა პირსახელისა, რომლისაგან ნაწარმოებია გვარსახელები გრიგოლია და გრიგოლაია. აქ ისეთივე მდგომარეობა გვაქვს, როგორც გვარსახელების - შენგელაიასა და შენგელიას შემთხვევაშიც, რომლებიც აშკარად სხვადასხვა წარმოშობისანი არიან, მაგრამ მათგან განსხვავებით აქ ერთი გვარის ორ შტოსთან უნდა გვქონდეს საქმე. მიუხედავად ამისა ტუღუშს საჭიროდ მიაჩნია ორივე ამ გვარის ისტორიის ცალცალკე წარმოჩენა.

პირსახელს გრიგოლი ვხედავთ კიდევ ერთ მეგრულ გვარსახელში გრიგოლავა, რომელიც გრიგოლია - ს განაყაარი გვარი უნდა იყოს, რადგან დოკუმენტებში თვალი გაედევნება მეგრულ გვარსახელებში – ია და – ავა ფორმანტის (აფიქსი) მონაცვლეობას.

ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე დოკუმენტში მოხსენიებულია გვარით, რომელსაც დაერთვის ერთ შემთხვევაში – ია საგვაროვნო ფორმატი მეორეგან კი – ავა.

გვარსახელ გრიგოლია - ს მეგრული, სამეტყველო ვარიანტია გირგოლია, რაც მეგრულისათვის ესოდენ დამახასიათებელი (ბგერათა გადასმის) შედეგია.

გრიგოლიების ძირი სოფლები ჩანან თეკლათი და ნოქალაქევი.


Print