შენგელია ანთროპონიმული წარმომავლობის გვარსხელია.
მასში გვაქვს ანთროპონიმი შენგელი. ეს გვარსახელი გვაქვს როგორც
შენგელია-ს ასევე შეგელია-ს ფორმით. ჭაქვინჯში პატარა მდ.ერას
მარჯვენა მხარეს მდებარე უბანს საშეგელიო ეწოდება.
ასე ერქვა უბანს ბანძაშიც.
1806 წელს შედგენილ განჩინებაში ბესარიონ ჭყონდიდელისა და ფაღავების
საქმეზე მოხსენიებულია სოფელ ბანძის უბანი, რომელიც ამ დოკუმენტში
ერთგან ნაშეგელუ - დ იწოდება, მეორეგან ნაშენგელუ - დ.
გვარსახელების - შენგელაიასა და შენგელიას შემთხვევაში, რომლებიც
აშკარად სხვადასხვა წარმოშობისანი არიან. თუ შენგელაიები წინათ ბედიის
მიდამოებში მდებარე სოფელ ქიაჩის მკვიდრნი იყვნენ, XVII საუკუნეში კი
აფსართაგან შევიწროებულნი ობუჯში დაფუძნებული აზნაურები იყვნენ,
შენგელიები ობუჯის მეზობელ დღეს ჯიხაშკარად წოდებული ნაწილის მკვიდრნი
არიან, სოფელ ჭაქვინჯისა და მებეგრე გლეხებს (მეჯოგეებს)
წარმოადგენდნენ.
თუ შენგელაიები პროტოაფხაზები ანუ ნამდვილი აფხაზები ჩანან,
შენგელიები მეგრელები არიან.
მასალის გამოყენების პირობები