შენი გვარის ისტორია
ხუბუტია
გვარსახელში ხუბუტია , როგორც ლევან ღვინჯილია, ფიქრობს წარმოადგენს მოფერებით ფორმას ანთროპონიმისა ხუბუ ,რომელიც დაცულია გვარში ხუბუა. ამ მოფერებითი ფორმის მეტათეზირებული (მარცვლებ გადასმული) სახეა დღეს გავრცელებული სახელი ბუხუტი. ასეთივე მოსაზრებისაა პროფ. პაატა ცხადაიაც თუმცა, შეიძლება გვარსახელი ხუბუტია იყოს გამეგრულებული ლაზური გვარი ხუბუტი, მსგავსად გვარსახელ კეკუტია-სი რომელიც ჯიბუტი, ღლონტი, ჟღენტი, კიუტი –ს ტიპის აწ გამქრალი ფორმა. თუკი ეს უკანასკნელი მოსაზრება სწორია, მაშინ ხუბუტია მეგრულ საგვარეულოთა შორის ერთერთი უძველესი შეიძლება იყოს.

სიტყვა ტი ლაზურში და თი მეგრულში ნიშნავს სახლს, სახლობას, ოჯახს. ხუბუტი სიტყვასიტყვით ნიშნავს ხუბუ-ს სახლობას, ხუბუ-ს ოჯახს. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ოდესღაც ცნებები - ოჯახი, სახლი და გვარი ერთმანეთს ფარავდა, ერთი მნიშვნელობისა იყო და თუ გვარსახელი ხუბუტია, მართლაც ლაზური წარმოშობისაა, მაშინ ის იმდროინდელია, როცა დღევანდელი იმერეთი, გურია,აჭარა და მესხეთის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მეგრელ-ჭანებით იყო დასახლებული. ამ ქართველური ქვეყნების ( ბრჭყალებში ) გაქართება კი ,როგორც მართებულად ფიქრობენ ისტორიკოსები და ენათმეცნიერები, VIII-IX საუკუნეებში ჩანს მომხდარი. ეს კი იმას ნიშნავს რომ გამეგრულებულ-გაქართულებული (გეგეშიძე,ნაკაშიძებუბუტეიშვილი და მისთანანი) ლაზური გვარები, არანაკლებ 1200 წლის წინაა წარმოშობილი.

ხუბუტიების რაოდენობა 1995 წლის მონაცემებით მთელს საქართველოში სულ 569 კაცით განისაზღვრებოდა.

Print