შენი გვარის ისტორია
მაქაცარია
მაქაცარია ერთერთი უძველესი მეგრული გვარია, რაზეც თვით გვარის ლინგვისტური მხარე მეტყველებს, რადგან გვარსახელის თავკიდურ მარცვალი, რომელიც არსებითი სახელისაგან სახელებისა და რიგითობის სახელის მაწარმოებელი მე- წინსართის ზუსტ მეგრულ, აწ უკვე დავიწყებას მიცემულ ფონეტიკურ შესატყვისს წარმოადგენს. გარდა გვარსახელისა ეს პრეფიქსი შემონახულია მეგრულ სიტყვებში მა-ძვირია (მეძვირე), მავალია (მევალე). ამ გვარსახელში გვაქვს სიტყვა მა-ქაცარ-ე, რომელიც ქართული მეთიკნე-ს ზუსტი შესატყვისია. ეს ძალიან ძველი სახეა ამ სიტყვისა და რაც თვით გვარსახელ მაქაცარიას სიძველეზე მეტყველებს. მაგრამ სამწუხაროდ ამ გვარის შესახებ უძველესი ცნობა მხოლოდ XVIII საუკუნის პირველი ნახრვრიდან გვაქვს, რაც იმის ბრალია, რომ ჩვენს ქვეყანაზე და კერძოდ სამეგრელოზე საუკუნეთა განმავლობაში ბოლომოუღებელი თავდასხმებისას ნადგურებოდა როგორც სახელმწიფო ,ასევე საეკლესიო და კერძო არქივები.
Print