შენი გვარის ისტორია
მებონია


მებონია თიკუნური წარმომავლობის გვარსახელი უნდა იყოს. ბონი მეგრულად ნიშნავს სწორს, გადატანითი მნიშვნელობით მართალს. ამიტომ ის ზედმეტ სახელად სიმართლის დაურიდებლად, პირში მზრახველ, სამართლიანობით გამორჩეულ კაცს ადვილად შეიძლებოდა შერქმეოდა მებონიე, მებონია. კაცი ხშირად უფრო თიკუნით (ზედმეტი სახელით)რომ იყო ცნობილი, ვიდრე მისი ნამდვილი სახელით, ამის კარგი მაგალითია 1857 წლის სამეგრელოს გლეხთა აჯანყების ერთერთი ბელადი უტუ თოდუა, რომელსაც მართალია თოდუას სახელით იცნობდნენ თანამედროვენი და ამ უკანასკნელით იცნობს ისტორიაც. სწორედ ამგვარი სიმართლის დაურიდებლად, პირში მზრახველი, სამართლიანობით გამორჩეულ კაცი იყო როგორც ჩანს მებონიების ის წინაპარი, რომლის თიკუნი (ზედმეტი სახელი) გაუგვარდათ მის შთამომავლებს.

მებონია ერთერთი უძველესი მეგრული გვარია . უძველესი ცნობა ამ გვარის შესახებ XVI საუკუნისაა. ექვთიმე საყვარელიძის მოქველობისას (ის კი მოქველად 1578 წლამდე, კათალიკოსად კურთხევამდე იჯდა). ერთ-ერთ ანდერძშია ეს გვარი მოხსენიებული გადაწერილი მეტაფრასის ნუსხავის - ნავკტარიოს წმახაძის ანდერძში ნათქვამია: ,,...სულსა მებუნიფხე ბუჩუნერისა ცოდვანი და ბრალნი მისნი ყოველნივე შეუნდევ და შეიწყალე უფალო ქრისტე ღმერთო.ამინ”(ექვთიმე თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი.

მებუნიფხე ძველი ფორმაა მებუნიხე. მებონიხე-სი,რაც მებონიას ასულს ნიშნავს მეგრულად. აშკარაა, ეს მებონიას ასული ბუჩუნერი კალიგრაფ ნავკტარიოს წმახაძის ახლობელი,შესძლოა სულაც ცოლი იყო.

მებონიების ძირი სოფელია ჯაღრა, რომელიც ობუჯის თემში შედის და სადაც 80-მ დ ე კომლი ცხოვრობს ამ გვარისა. წალენჯიხაში კი, რომელიც ამ სოფელს ემიჯნება 29 კომლი მებონია ცხოვრობს. სწორედ ჯაღრადან არიან წარმოშობით სხვა სოფლებში მცხოვრები მებონიები. ისინი კი, გარდა ამ ძირი სოფლისა ცხოვრობენ აგრეთვე რეყეშე (8 კომლი)კახათში (5 კომლი),ჯიხაშკარში (5 კომლი),დარჩელში (4 კომლი),ხორგაში (3 კომლი). და არიან სხვაგანაც.

XVI საუკუნიდან XIX საუკუნის დამდეგამდე მებონიების შესახებ ცნობები არა გვაქვს. 1832 წელს ლევან V -მ მოურავ მამუკა აბაშიძეს უბრძანა,რომ ,,აზნაურს ამას ხუხუ და სესიკა საჯაიას მიეცი თავისი კაცები მებონიები ყოვლის მიზეზის გარეშე’ ჯაღრადან დარჩელში ჩამოსახლებულ აზნაურ საჯაიებს, როგორც ჩანს თან ჩამოყვა მათი ყმა გლეხ მებონიების ორი-სამი კომლი, რომელთაგან ერთი კომლი შემდეგ აქაურ თავად ანჩაბაძეების ყმა გამხდარა. 1845 წელს შედგენილ, დარჩელში, უჩაღალს გაღმა მოსახლე საანჩაბაძო ყმების სიაში ჩაწერილია კიკოია მებონია 1848 წელს დაწერილ ერთ დოკუმენტში ჭაქვინჯის სამოურაოს სახასო გლეხების შესახებ იხსენიებიან ,,გლეხი ორი ძმა დავითიკა და გვატი მებონიები”

1865 წელს შედგენილ ანგარიშში ჭაქვინჯის სახასო გლეხების შესახებ მოხსენიებულია გუგულა მებონია, რომელსაც გადასახადი ფულად მიუცია გოგია კოპალიონისათვის.



თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დღეს ჯიხაშკარად წოდებული სოფელი ადრე ჭაქვინჯის ფარგლებში შედიოდა და მას იქ მდგარი ჭაქვინჯის ციხის (ჯიხა-ს) გამო ეწოდა ჯიხაშკარი,ამ სამოურაოში მცხოვრები სახასო (ანუ სამთავრო) ყმა გუგულა მებონია, ჯიხაშკარელი მებონიების წინაპრად უნდა იქნეს მიჩნეული.  1866 წელს შედგენილ სიაში გრიგოლ დადიანის ყმებისა, რომლებიც ლიის სამოურაოში ცხოვრობდნენ, ჩაწერილნი არიან გუხილია ხუტუტიას ძე მებონია(დაბ.1806 წ.), ჯგობო ხუტუტიას ძე მებონია (დაბ.1806 წ.) და გერგო[ბა] ქუხილიას ძე მებონია (სოფელი მახარია, სადაც დღესაც ცხოვრობენ ამ გვარისანი, ლიის სამოურაოში შედიოდა. ამიტომ აქაური მებონიების წინაპრად გრიგოლ დადიანის ზემოთ დასახელებულყმათა მამები _ ხუტუტია და ქუხილია მებონიები უნდა ვიგულვოთ. როგორც ხუტუტია, ასევე ქუხილია მებონიას XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედში და XIX საუკუნის პირველ მეოთხედში უნდა ეცხოვრათ.

მებონიები ყოფილან, როგორც სახასო (ანუ სახელმწიფო, სამთავრო) და საუფლისწულო ყმა-გლეხები, ასევე აზნაურ საჯაიების ყმები.

1832 წელს ლევან V დადიანმა მოურავ მამუკა აფაქიძეს უბრძანა: ,,აზნაურსა ამას ხუხუ და სესიკა საჯაიას მიეცი თავისი კაცები მებონიები ყოვლის მიზეზის გარეშე”-ო (ქუთაისის მუზეუმი, საბ.1247)

მთელს საქართველოში მებონიათა რაოდენობა 1356 კაცს შეადგენს.





Print