შენი გვარის ისტორია
თვალთვალაძე
გვარსახელი თვალთვაძე ძველ საქართველოში გავრცელებულ პირსახელ თვალთვალე-ს შემცველი. ეს პირსახელი გვხვდება მაგალითად 1629 წლის ერთ შეწირულობის წიგნში (ს.კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I, ტფ. 1921, გვ.47).

თვალთვაძე მცირერიცხოვანი გვარია. 1995 წლის მონაცემებით მთელს საქართველოში ამ გვარის სულ 191 კაცი იყო. თვალთვაძეების ნაწილი იმერელია, ნაწილი მეგრელი.

Print