შენი გვარის ისტორია
ალანია
ალანია ნაეთნონიმარი პირსახელის შემცვლელი გვარსახელია. ალანი თვით სახელწოდებაა თურქულ - ყივჩაღური მოდგმის ბალყარებისა. ეთნონიმი ალანი მეგრულში ნებიერის, გულადის, უშიშარის, მამაცის აღმნიშვნელად იყო ქცეული, გარდა ამისა ალანი მეგრულში უცხოს, შემოხიზნულსაც ნიშნავდა.

თუ მეცხვარე თავის ფარაში სხვის ცხვარს შეამნევდა ,,ალან ქოკათაფუს’’ -ს (ალანი შემორევიას) იტყვის (პ.ცხადაია, გვარები..გვ50). ..ალანჯგუა კოჩი’’ კი მამაც, მძლავრ კაცს ნიშნავს.

ალანიების ძირი სოფელია ქვალონი

Print