შენი გვარის ისტორია
ჟორდანია
ჟორდანია ძველთაძველი აზნაურული გვარია. ამაზე ყველაზე ნათლად მეტყველებს ამ გვარსახელის ფეოდალური სახე- ჟორდანიძე, რომელიც დღესაც ცოცხალია და მისი მატარებლად 86 კომლი ცხოვრობს თბილისსა და ზუგდიდში. გვარსახელი ჟორდანია გვაქვს რამოდენიმე ტოპონიმში. საჟორდანიო უბანს ჰქვია გაღმა კოდორის თემის სოფელ ანჯერში, ნაჟორდანუ მინდვრის სახელია მარტვილში, მდ ოიაკვეშის ნაპირას.

Print