შენი გვარის ისტორია
მარხულია
გვარსახელი მარხულია, ტოპონიმისგანაა აშკარად მომდინარე. ეს ტოპონიმი უნდა იყოს მარუხი, სახელი უღელტეხილისა აფხაზეთის მთებში, კავკასიონის ქედზე, რომლის თანამოსახელე სოფელიც მის მახლობლად უნდა არსებულიყო. მარუხი-ს მკვიდრი, მარუხელი კი მეგრულად ჟღერს, როგორც მარუხული, აქედან კი მსგავსად ბაგათი - ბაგათელიასი, ჭურხუ - ჭურღულიასი, მურღუ - მურღულიასი უნდა იყოს წარმომდგარი გვარსახელი მარხულია.
Print