შენი გვარის ისტორია
ხორავა
ხორავა საკმაოდ მრავალრიცხოვანი მეგრული გვარია. ხორავების ძირი სოფლებია უშაფათი და ნოსირი. ისინი სალიპარიტიანოს ძველთაძველი მკვიდრები არიან. ლევან V დადიანის ზეობისას, 1811-1846 წლებს შორის, ხორავები დამკვიდრნენ ოჩხამურსა და მის მეზობელ სოფელ ლესიჭინეში.

Print