შენი გვარის ისტორია
ალმასია
ალმასია მცირერიცხოვანი მეგრული გვარია. 1995 წლის მონაცემებით მთელს საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ 45 კაცი ატარებდა ამ გვარს. როგორც ცნობილია მეგრულს ახასიათებს ანთროპონიმების ბოლოს მოკვეცა. მაგალითად ალექსანდრე-ს ნაცვლად მეგრელი იტყვის ალე-ს, კალისტრატე-ს ნაცვლად კალე-ს, ფილიპე-ს ნაცვლად ფილუ-ს და ა.შ. მეგრულის ამ მახასიათებლის გათვალისწინებით ალმასია-ც ანთროპონიმული წარმოშობის გვარსახელი ჩანს.
Print