ლაზურში კვარშილი ქართულ ყოჩივარდას (laT. Ciclamen vernum
Sm.) ჰქვია. მეგრელები ამ მცენარეს კარაკუნჩხა-საც ეძახიან
და ტყვარჩელია-საც (ა.მაყაშვილი, ბოტანიკური
ლექსიკონი,თბ.1991,გვ.72-73).
თუ გავიხსებთ იმას, რომ არსებობს გვარსახელ კვაშილავა-ს ფონეტიკური
ვარიანტი კვარშილავა (ზანათში 5 კომლი კვარშილავა ცხოვრობს), მაშინ
გვარსახელ კვაშილავა - კვარშილავა-ს წარმოშობა ამ მცენარის სახელთან
დაკავშირებული თიკუნიდან არ გაგვიკვირდება, რადგან მცენარის
სახელისგან ნაწარმოები მეგრული გვარი არაერთია (ბულია, გახოკია,
თუფურია, თხირავა, კიფაია, ქობალია, ყოლანდარია - ყვალანდარია,
წიფურია, ჭყონია, ჯიჭონაია - ჭიჭონაია, ჟალაღონია).
მასალის გამოყენების პირობები