შუადღის სტუმარი
შუადაღის სტუმარი - ცირა ანთია
შუადღის სტუმარია ექიმი - ცირა ანთია.
,,სანამ მე თვითონ დავიწყებდი წერას, რაც პირველი ლექსი მასწავლა დედაჩემმა, იქიდან მოყოლებული ლექსებით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი და ხშირად ვცდილობდი შემემატებინა ზეპირი ლექსებითვის ახალი ლექსი. ასე გადიოდა ძირითადად ზაფხულის არდადაგები, როცა ბლომად მქონდა დრო ამისთვის. 15 წლის ასაკიდან დავიწყე მე თვითონ ლექსების წერა, რა თქმა უნდა, როცა მედიცინის მუშაკი ხარ, როცა სამედიცინოზე სწავლობ, სტუდენტობიდან მოყოლებული, დრო იმდენი არ არის, რომ დრო დაუთმო პოეზიას, მაგრამ რატი ამაღლობელს აქვს ძალიან კარგად - ,,პაუზაა პოეზია, პოეზია პაუზაა’’, დიდი დოზით პოეზია ის იმდენად კარგია, რომ შეიძლება გაუფერულდეს, გაუბრალოვდეს, ამიტომაც პაუზების სახით, ალბათ ჯობია რომ იყოს, სულს ყოველთვის ჭირდება მოსასვენებელი ოთახი, სადაც განმარტოვდები, მყუდროებაში ხარ, ნეტარებაში ხარ და ჩემთვის ნეტარების და სიმყუდროვის ოთახი არის პოეზია, სადაც მივაშურებ ხოლმე’’,
- ამბობს ცირა ანთია.

ცირა ანთიას ფლეილისტი:


ვაჟა აზარაშვილი - სენტიმენტალური ტანგო

ირაკლი ჩარკვიანი - წყალს

Gipsy Kings - Volare 
Print