რეგიონი
ერთად გავამწვანოთ ზუგდიდი - საკრებულოს ინიციატივა მოქალაქეებს
ზუგდიდის საკრებულოში „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო. პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ქუჩებსა და უბნებში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტი პროექტის 90 პროცენტს დააფინანსებს.

თითოეული პროექტის ღირებულება 10 000 არ უნდა აღემატებოდეს. ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად სულ 100 000 (ასი ათასი) ლარი გამოიყო.

განაცხადები მიიღება 5 - მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ზუგდიდის საკრებულოში (ზვიად გამსახურდიას გამზ. #45, II სართული) ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

განაცხადის ფორმა: https://drive.google.com/open

რეკომენდებული ნარგავები: https://drive.google.com/open

„შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭო, რომელიც მოახდენს შემოსული განაცხადების ვერიფიკაციას და განსაზღვრავს პროექტის განხორციელებისთვის საინიციატივო ჯგუფის ფინანსური თანამონაწილეობის ოდენობას. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სათათბირო ხმის უფლებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“, - ამბობენ საკრებულოში.

შეგახსენებთ, ,,მწვანე ბიუჯეტის“ კონცეფცია დეპუტატ სანდრო სორდიას ეკუთვნის.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.