რეგიონი
"ბარათები სასახლიდან" - აქციას ღამე მუზეუმში ზუგდიდიც შეუერთდა
14-16 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აქცია „ღამე მუზეუმში“ ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აქციის ფარგლებში 50 მუზეუმი დამთვალიერებელს შემეცნებით და სახალისო აქტივობებს დისტანციურად, ციფრულ ფორმატში შესთავაზებს. კერძოდ, გაიმართება ონლაინ გამოფენები, ვირტუალური და ლაივ ტურები, საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურატორების ბლოგების პრეზენტაციები, ექსპონატების შესახებ საინტერესო ისტორიების ვიდეოჩვენებები და სხვა.

"ბარათები სასახლიდან" - ასე შეუერთდა აქციას "ღამე მუზეუმში"’ ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი.

როგორც დადიანების სასახლის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ: მოსწავლეებს მიეწოდათ მუზეუმის ეგიდით გამოცემული ილუსტრირებული ბარათები, რომელზეც გამოხატეს ემოციური კავშირი ქართულ კუთხესთან, აფხაზეთთან და დატოვეს მომავლის გზავნილი.


Print