აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ე.წ. პარლამენტში შეტანით, „კონსტიტუცია“ დაარღვია. ამის შესახებ ტელეგრამ - არხ „ОКНО“-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა და დიპლომატის დღე მიულოცა.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში შეიტანა „კანონპროექტი“ „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ასრულებენ უცხოეთის აგენტის ფუნქციას“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი ერთ - ერთი სამოქალაქო ორგანიზაციის "ეროვნული რესურსების" ხელმძღვანელი ციზა გუმბა რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს , რომელშიც ვლადიმერ პუტინს ბიჭვინთის აგარაკების "დაბრუნებას" სთხოვს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს მდივანმა" სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივ საბაზო პუნქტის მოწყობა უკვე მიმდინარე წელს შეიძლება დაიწყოს, ამის შესახებ მან "რის ნოვოსტის" უთხრა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს მდივანმა" სერგეი შამბამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო გემების ოჩამჩირეში დროებით განთავსება, კიდევ უფრო გააძლიერებს სოხუმის "უსაფრთხოებას" . ამის შესახებ, მან 2023 წლის შეჯამებისას რუსულ მედიას განუცხადა.
აფხაზური ტელეგრამის არხები, ასლან ბჟანიას ე.წ. „ადმინისტრაციის“ წყაროზე დაყრდნობით, კვლავ ამტკიცებენ, რომ მზადდება რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის კანდიდატთა სია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელთა ჯგუფი მინსკში გაემგზავრება, სადაც შესაბამისი სტრუქტურები მას სოხუმის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაამზადებენ, იუწყება ტელეგრამის არხი „აბხაზია - ცენტრი“.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან მარტვილის კანიონში სამუშაო საათები გახანგრძლივდება და 20:00-ის ნაცვლად, შესვლა 22:00-მდე იქნება შესაძლებელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.