ახალი ამბები
აფეთქება ერევანში
ქალაქის ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში ავტობუსი აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, რვა - დაშავდა. "ნოვოსტი არმენიას" ცნობით, ინცინდენტი, ადგილობრივი დროით, 21:51 საათზე, ალაბიანის ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე იმყოფება კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ჯგუფი და სამაშველო სამსახური. 
ოფიციალური განცხადება მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაკეთებულა. 


Print